დღეს, როცა ძალიან ბევრს
ვსაუბრობთ რეფორმებზე, მიღწევებზე, წარმატებებზე და წარუმატებლობაზე ცოტა რთულია
დარჩე ობიექტური აზრის მატარებელი და ნებსით თუ უნებლიეთ არ გაიზიარო მავანთა
აზრები და ნაფიქრალი...(მავანში ვგულისხმობ „განსასჯელი საქმის“ დილეტანტებს...) მართლა, დილეტანტიზმზე გამახსენდა, ხშირად
წამიკითხია სტატია თუ „ლოგიკური მსჯელობა“ სკოლისა თუ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობების
შესახებ და დიდი ფიქრის თუ განსჯის გარეშეც მივმხვდარვარ, რომ ამ ადამიანს არ
გააჩნია არათუ განათლების სისტემის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა, არამედ ეჭვიც
შემპარვია საერთოდ ოდესმე თუ ყოფილა სკოლაში....
მინდა ჩემი აზრი
გაგიზიაროთ, მანდატურის ინსტიტუტის შესახებ, როგორც
მასწავლებლის, რომელიც აგერ უკვე 18 წელია სკოლაში ვმუშაობ... ვერანაირად
ვერ ვხვდები მანდატური რატომ უნდა იყოს მასწავლებლის და მით უმეტეს მოსწავლის „მტერი“...ხშირად
გამიგონია შენ ასე იმიტომ „ჭიკჭიკებ“, რომ შენს სკოლაში ჯერ არ შემოსულანო...
მანდატურის ინსტიტუტი პირველად
ცხადად და ხილულად ამერიკის
შეერთებულ შტატებში ვნახე, როცა იქ
ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით და
სხვადასხვა შტატების სკოლებში გვიწევდა ყოფნა...ინტერესით ვაკვირდებოდი
მანდატურების, მოსწავლეების და მასწავლებლების ურთიერთობებს და გული მწყდებოდა,
რომ ჩვენთან არ იყო ჯერ ასეთი მყარი ბერკეტი, რომელიც სკოლას უფრო დაცულს, ხოლო
ურთიერთობებს უფრო უსაფრთხოს და დაბალანსებულს გახდიდა...( განსაკუთრებით ის დრო მახსენდებოდა, როცა საქართველოში დათბებოდა და ეზოდან
მოსწავლეების ამოყვანას და საგაკვეთილო სივრცეში მათ დაბრუნებას კარგა დრო და ცოტა
ნერვებიც ჭირდებოდა....) ამერიკიდან დაბრუნებიდან მალევე საპილოტე ვერსიით თბილისის
რამოდენიმე სკოლაში xolo სასწავლო წლის დასაწყისიდან კი საქართველოს
სკოლების გარკვეულ ნაწილში მანდატური შევიდა , ... და უცებ აგორდა ჭორ-მართალი... მანდატურმა
მასწავლებელი მოხსნა სკოლიდან, მოსწავლე დასაჯა უსაფუძვლოდ, დირექტორს ოქმი დაუწერა
და ასე შემდეგ...
მოდით,
შევეცადოთ ეტაპობრივად, მაწავლებლის თვალთახედვიდან, გავცეთ პასუხი ამ ბრალდებებს.
მასწავლებელს ოქმი
დაუწერეს, რომელსაც ჟურნალში „არა“ არ ეწერა იმ მოსწავლისათვის რომელიც გაკვეთილზე
არ ყავდა... რoცა მან გაკვეთილზე დააგვიანა... როცა მან საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონი გამოიყენა... ( აქვე
ერთი ამბავი გამახსენდა...10 აპრილს მასწავლებლის სახლში ვიყავი და ველოდებოდი
გამოცდის დაწყებას....ვიქნებოდით დაახლოებით 40-50 დირექტორობის მაძიებელი.. და ამ
„დირექტორობის მაძიებელთა“ გარკვეული
ჯგუფი ყოველ 5 -10 წუთში გადიოდა ეზოში სიგარეტის
მოსაწევად...ჩემი საქმე, რომ ყოფილიყო ასეთ უნებისყოფო დირექტორებს კონკურსიდან საერთოდ მოვხსნიდი..(ახლა ვიღაც
ალბათ იფიქრებს ნერვიულობდნენ და აბა რა უნდა ექნათო...)).
როცა მასწავლებელს არ
შეუძლია მოსწავლის ინტერესის გაღვივება, მისი საგაკვეთილო პროცესში ჩართვა და
გამოსავალს მოსწავლის გარეთ „გამობრძანებაში“ ხედავს-არა მგონია ეს მარტო
„ჩასაფრებული მანდატურის“ საქმე იყოს და სხვა არავინ იღებდეს ამ პრობლემის გამო
ხმას......ხომ დამეთანხმებით, რომ დღესაც
ძალიან ბევრი მასწავლებელია, რომელიც ნიშანს იმის მიხედვით განსაზღვრავს, რომელი
მოსწავლე წყნარად ზის და რომელი მოუსვენრად მის
გაკვეთილზე ( ამის მაგალითები ჩემი
ნათესავი მოსწავლეები არიან „კახა
ბიძია, შეიძლება მასწავლებელმა 3 ქულა იმიტომ დამიწეროს, რომ გაკვეთილზე
დავილაპარაკე, არადა იმ დღეს საერთოდ არ გავუძახებივარ...არა, არ შეიძლება ჩემო
ბიძიკო...) ვინ მოთვლის ასეთი რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება..
დამეთანხმეთ, რომ
მანდატურების შემოსვლის შემდეგ იშვიათად შეხვდებით საგაკვეთილო პროცესის დროს „მობილურმომარჯვებულ“ან
ღუმელთან მიცუცქულ ყავის სმით გართულ მასწავლებლებს...(აქ კი გამახსენდა ლაშა
მესხის „სამასწავლებლოში კუპატი გადააბრუნეს“)
მე კიდევ იმის იმედს
ვიტოვებ, რომ რეფორმის ეს მონაპოვარი მალე საქართველოს ყველა სკოლაში შეაღებს
კარს....